вторник, 7 апреля 2009 г.

მასზე

ალექსანდერე ეპისქოპოსი გორისა

ვიკარნი საქართველოისა

 


მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთრის საფასით სასულიერო და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა რომელნიცა მონატრებში და ზოგად კერძო პირთ ბიბლიოთეკაშიდ ანუ საწიგნოშიდ დაცულ არიან და საზოგადეობისათვის უცნობ, ამის გამო ამ თავით მე დავაბეჭვდინე ჩემის საფასით წარჩინებულნი მწერალის ამბროსი ნეკრესელ ეპისკოპოსის ქადაგებანი. ხოლო ვიწყე ამ ქადაგებთა ბეჭვდა, პირველად , მის გამო, რომ ეს ქადაგებანი ძლიერ მშვენიერი ჰაზრის მქონე არიან; მეორედ, ჰაზრნი მშვენიერის და მეტყველის სიტყვით არიან გამოხატული და მასთანავე ადვილ მოსასმენ და გასაგონებელ ყოველთათვის, და ამისათÂს ძლიერ სასარგებლო და დასატკბობ იქნება ეს ამბროსი ეპისკოპოსის სასულიერო თხზულება, ანუ ქადაგება სასულიერო პირთათÂს, და საზოგადოდ ქართველთათÂ; მესამე რაგდან ამბროსი ეპისკოპოსი ქადაგებდა წარსრულს XVIII საუკუნის დამლევს და ამ IX საუკუნის დამდეგს, როდესაც საქართველო შეერთდა დიდ სახელმწიფო- რუსეთს- ეს ქადაგებანი ისტორისათÂსაც ფრიად სასარგებლო არიან.

აქ ესეც უნდა მოვიხსენიოღ; პირველად რომ აწინდელი სწავლა და ცოდნა ძველს სწავლაზედ და ლიტერატურაზედ უნდა იყოს დამყარებული, და აი ეს ამბროსი ეპისკოპოსის ქადაგებანი არიან ფრიად მშვენიერნი სახელთ-მძღუანელო თხზულებანი ახლანდელ სასულიერო მწერალთათÂს და სწავლულთ ღუთის-მეტყველთათÂს, მეორედ , ამ სამაგალითო წიგნით გაიგონ ყოველთა რომ ჩუÀნ აწრულს მეთვრამეტე და დამდეგს ამ მეცხრამეტე საუკუნისა სწავლულნი და ღუთის - მეტყველებაში განვითარებულნი ქადაგნი გვყოლიან, რითარცა, სხვათშორის, ეს წარჩინებული მწერალი, ეპისკოპოსი ამბროსი.

ამასთნავე ვაღიარებ ამ ამბროსი ეპპისკოპოსის წიგნის ამონაგები ფული იქნება შენახული სხვა წიგნისათÂს, სხვა წიგნის ამონაგები კიდე სხვა წიგნისათÂს, და ესრედ სხუანი. მეორე წიგნის ბეჭვდა კიდევაც ვიწყე. ეს წიგნი არის ფრიად მშვენიერი და ყოველი პირისათვის სასარგებლო ძველი მწერლობა, ქართული ლექსიკონი, საბა-სულხან ორბელიანისა.

დასასრულ დავსძინებ რომ რაიცა შეეხება ამბროსი ნეკრესელ ეპისკოპოსის ბიოგრაფიას, ანუ ცხოვრების აღწერასა ესრე ვითარი აღწერა მე მივანდე მღუდელს დიმიტრი ჯანაშვილსა რადგან იმას ცნობები შეკრებილი ქონდა ხსენებულ ეპისკოპოსზე, რომელიც ამასთანავე იბეწდება ეს ისტორიული ცნობების შესახებ მქადაგებელ ამბროსი ეპისკოპოსისა, დაბეჭდილი ქადაგებები ანუ შემთხუზველისა

 

1881 წლის 20 დეკემბერს.

თბილისს